Saturday, May 5, 2012

დიეტა


დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის სიტყვა დიეტა ცალსახად შეზღუდულ კვებასთან, გამუდმებული შიმშილის გრძნობასთან, ხანგრძლივ და დაუსრულებელ წვალებასთან ასოცირდება.
ერთი შეხედვით თავად განმარტებაში არაფერია საგანგაშო
დიეტა – [ბერძ.diaita ცხოვრების წესი]-ადამიანის კვების გარკვეული რეჟიმია დიახ, საუბარია კვების დადგენილი წესის დაცვაზე. ასეცააგააზრებულ, სწორედ შედგენილ დიეტაში, ანუ კვების რეჟიმში რა თქმა უნდა ცუდი არაფერია, როცა ის დაბალანსებული კვების და ზომიერების პრინციპებზეა აგებული.
თუმცა სამწუხაროდ, რეალურად საქმე რადიკალურად განსხვავებულად მდგომარეობს. წონაში სწრაფად დაკლების მსურველთა ლექსიკონში სიტყვა დიეტა ცალსახად, არა კვების, არამედ მუდმივი შიმშილის რეჟიმს მოიზრებს. ამ თემაში სწორედ ასეთ მიდგომაზე ვისაუბრებთდიეტაზე, რომელიც ორიენტირებულია სწრაფ ეფექტზე და ამის გამო რადიკალურად შემცირებული ერთფეროვანი რაციონით გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს ორგანიზმს და ჯანმრთელობას.
საინტერესოა ვინმეს თუ უცდია დაეთვალა რამდენი დიეტა არსებობს მსოფლიოში?
საკმარისია თქვენს რაციონს მოაკლოთ ან მიუმატოთ რომელიმე პროდუქტი და ჩათვალეთ რომ ახალი დიეტა მიიღეთ. თანამედროვე დიეტების რაოდენობა ლამის გახდომის მსურველთა რაოდენობას უტოლდება, მრავალფეროვანია მათი დასახელებებიცფრანგული, ინგლისური იაპონური, დიეტა, უგულავას, დოლინას, კრემლის დიეტა, ბრინჯის, წიწიბურას დიეტა და .. შთამბეჭდავია წინასწარ დაანონსებული შედეგებითვეში 4, 6, 8, 12 კილო. მოკლედ გაუვალი უგზოუკვლო ჯუნგლებია. ამ დიეტების შესახებ როგორც წესი დაქალის, ჟურნალის, ან ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ. არადა მათი უმეტესობა მოკლებულია ყოველგვარ მეცნიერულ ან სამედიცინო საფუძვლებს და ჯანმრთელობისათვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.
სხეულის ფორმაში მოყვანის მსურველ მდედრობითი სქესის ბევრი წარმომადგენელისთვის დიეტა ხშირად აკვიატებულ იდეადაა ქცეული. არ არსებობს ქალი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მიუმართავს დიეტისათვის. უმეტესობა კი წელიწადში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონის დადგომის წინ, რომელიმე სწრაფშედეგიან ექსტრემალურ დიეტას მსხვერპლად სწირავს საკუთარ თავს…. მკვეთრად ამცირებს რაციონს და ერთფეროვანი საკვებით ცდილობს გასაოცარი შედეგის მიღწევას…. უარეს შემთხვევაში კი იწყება მთელი დღე ან მარტო ბრინჯის, ან ვაშლის, ან წიწიბურის ჭამა, იქამდე სადამდეც ჯერ ენთუზიაზმი, ბოლოს კი სასოწარკვეთილი თავდადება გასწვდება. ასეთი ტიპის, სწრაფ შედეგზე ორიენტირებული დიეტები, როგორც წესი დაბალკალორიული და დაუბალანსებელი კვების სისტემას წარმოადგენენ, რომლებიც ვიტამინების და მინერალების სიმწირით სცოდავენ ჩვენი ჯანმრთელობის წინაშე. ასეთ არარაციონალურ კვებას საკმაოდ არასასურველ შედეგების გამოწვევა შეუძლიათ, რის შესახებაც ხშირად არც დაფიქრებულან ქალები. სწორედ დაბალკალორიული დიეტა ქალის ცხიმოვანი ქსოვილის წარმოქმნის საუკეთესო მაპროვოცირებელია. (!!!)
მკაცრი და უგუნური დიეტის მოყვარულებს წარმოდგენა რომ ჰქონდეთ რა ხდება რეალურად მათ ორგანიზმში, არამგონია ოდესმე კიდევ სურვილი გასჩენოდათ მსგავსი ექსტრემისთვის მიემართათ.
როგორც კი თქვენი ცხიმოვანი უჯრედებიხვდებიან“, რომ ორგანიზმში კალორიების რაოდენობის მიწოდება მკვეთრად მცირდება, სასწრაფოდ ირთვება საგანგაშო სიგნალი და იწყება ცხიმის წარმომქმნელი ფერმენტების მობილიზაცია. დიეტა ზრდის ცხიმოვანი უჯრედების ზომას და აიძულებს ცხიმის დაგროვებაზე აქტიურად მუშაობას და მათ ნელ წვას. სასწორზე თქვენი წონა მცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ ცხიმისგან თავისუფლდებით. ამ დიეტის გამო ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალს და კუნთოვან ქსოვილს და შედარებით მცირე რაოდენობით ცხიმს. დიეტის შედეგად დაკარგული კუნთოვანი მასა მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლის) შენელებას იწვევს. მეტაბოლიზმის შენელება კი ნიშნავს, რომ ცხიმოვანი მარაგების დაწვის პროცესის გასაგრძელებლად თქვენ კალორიების, ანუ კვების კიდევ უფრო შემცირება გიწევთ, ეს ისევ ამცირებს მეტაბოლიზმის პროცესს …. მოკლედ მოჯადოებული წრე….
უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მკაცრი და ექსტრემალურია თქვენი დიეტა, რაც უფრო სწრაფად იკლებთ წონაში, იმდენად სწრაფად დაგიბრუნდებათ წონა უკან და თან ნამატით.

პირველი ვარიანტი ოპტიმალური. ადამიანი იცავს დიეტას, გრძნობს რომ ყველაფერი კარგად მიდის და ეფექტურად ხდება კლება. თვლის რომ მისი დიეტა საუკეთესოა და გმობს ყველა სხვა ტიპის დიეტას. სამწუხაროდ, ასეთი მოვლენების მიმდინარეობა მხოლოდ 5%-ია.
მეორე ვარიანტი უკვე მძიმეა. ადამიანი წვალობს, აწუხებს გამუდმებული შიმშილის გრძნობა, სასწორი კი უმნიშვნელო ცვლილებებს აფიქსირებს წონაში. ასეთი სცენარი დიეტის შეწყვეტით და ისევ წონის მატებით სრულდება. ასე მთავრდება დაახლოებით ნახევარი შემთხვევები.
მესამე ვარიანტი დიეტა წყდება ორ-სამ დღეში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ ძალუძს კვებაში მკაცრი შეზღუდვის ატანა.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98