Saturday, May 5, 2012

ანორექსია


გასახდომი მედიკამენტების რეკლამირებისა და სხვადასხვა სახის დიეტების სიჭარბის პირობებში ხშირად გარშემომყოფთა ღიმილს იწვევს ზოგიერთი ადამიანის სურვილი, როგორმე მოიმატოს წონაში. არა და სიგამხდრე კარგი აღნაგობის სინონიმი სულაც არ არის.
ჭარბი წონა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ინსულტის განვითარების საშიშროებასთან ასოცირდება. ზედმეტი სიგამხდრე ასევე მავნეა ჯანმრთელობისათვისმყიფე ძვლები, ნაადრევი მენოპაუზა ქალებში, მძიმე დაავადებების დროს გართულებების განვითარების მეტი სიხშირე, ტუბერკულოზით დაავადების მომატებული რისკი და ..
წონის ნორმალიზება ყოველთვის პრობლემაა. თუმცა ჭარბი წონის დროს დიეტის დაცვა, ასევე ქირურგების დახმარება ასე თუ ისე, იმედისმომცემი პერსპექტივაა. წონაში მომატება დაკლებასთან შედარებით ბევრად უფრო რთულია, მაგ. შეუძლებელია გასუქება საკვებ რაციონში მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობის გაზრდის ხარჯზე. თუკი არ არის ანორექსია და ნორმალური ან შედარებით ჭარბი კვების პირობებში არ ხდება ზედმეტი კილოგრამების დაგროვება, ამას რამოდენიმე მიზეზი შეიძლება ქონდეს: მაგ. არაბალანსირებული რაციონი, ფსიქოლოგიური პრობლემები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ორგანიზმის მოთხოვნილებებთან შეუსაბამო ცხოვრების წესი   წონის დეფიციტი შეიძლება იყოს ორგანიზმის თავისებურება, მაგრამ ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ის გენეტიკური წინასწარგანწყობის ან მემკვიდრეობითი დაავადების ნიშანია. ზედმეტი სიგამხდრე ამავე დროს შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მონელების ან ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, ჰორმონალური ცვლილებებით, იმუნოდეფიციტით, სიმსივნით ან სხვა რაიმე დაავადებით. ამიტომ თუკი მცდელობის მიუხედავად ვერ ახერხებთ წონაში მომატებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სხეულის მასის დაბალი ინდექსის დროს (18,5-ზე ნაკლები) აუცილებელია ექიმ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ვინაიდან წონის პრობლემა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰორმონალურ ცვლილებებთან, კერძოდ კი ფარისებრი ჯირკვლის მომატებულ აქტივობასთან ან კუჭქვეშა ან თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციების დაქვეითებასთან.


ნერვული ანორექსია არის ფსიქიატრიული დიაგნოზი, რომელიც აღწერს კვების დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავის თავს მსუქნად თვლის და ცდილობს წონაში დაკლებას.
ასეთი ადამიანები, მაშინაც კი აგრძელებენ კვებაში შეზღუდვას, როდესაც ისინი არასრულფასოვანი კვების გამო გამოფიტულნი არიან. ანორექსიით დავადებულ პაციენტებს ასევე ახასიათებთ ბულიმიის დამახასიათებელი მუცლის ამოყვრაგაწმენდის სიმპტომები. თუმცა ბულიმიისგან განსხავებით ნერვული ანორექსია ვლინდება პაციენტებში მათი არაბუნებრივი სიგამხთრით.
სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს დაავადება ძირითადად ვლინდება გოგონებში, და მხოლოდ დავადებულთა 10 პროცენტს შეადგენენ მამაკაცები

ბულიმია არის კვების დარღვევა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ბოლოს ხელოვნური გულისრევა.ბულიმიით დავადებულ ადამიანთა უმეტესობას წარმოადგენენ გოგონები თხუთმეტიდან ოც წლამდე. როგორც ანორექსიით დავადებულნი, ისინი შეპყრობილნი არიან საჭმელზე ფიქრით, ეშინიათ წონაში მომატების და ვარდებიან დეპრესიაში ან მშფოთვიარე მდგომარეობაში. დეპრესიასა და სირცხვილის გრძნობას ყველაზე მეტად ღორმუცელობის დროს და მის შემდეგ განიცდიან. ანორექსიით დავადებულ პაციენტებისგან განსხავებით, ბულიმიით დავადებულების წონა ნორმალურისა და ნორმალურზე მეტს შორის მერყეობს, რაც მათ საშუალებას აძლევთ დამალონ თავიანთი მდგომარეობა.

კახექსია – cachexia ორგანიზმის გამოფიტვის უკიდურესი ხარისხი, რომელიც ხასიათდება მკვეთრი სიგამხდრით, ფიზიკური სისუსტით, ფიზიოლოგიური ფუნქციების დაქვეითებით, ასთენიური, მოგვიანებით კიაპათიური სინდრომით.





No comments:

Post a Comment