Thursday, April 19, 2012

მასის ინდექსი

როგორ გამოვითვალოთ იდეალური წონა?
მეორენაირად მას სხეულის მასის ინდექსს უწოდებენ (UMT). ნუ აგერევათ ეს ტერმინი ფრანგულ წონაში, რადგან აქ სიგამხდრეზე კი არ არის საუბარი, არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წონის დადგენაზე.
გავამრავლოთ ჩვენი სიმაღლე მეტრებში თავის თავზე (ანუ, ავიყვანოთ კვადრატში). შემდეგ ჩვენი წონა კილოგრამებში გავყოთ მიღებულ რიცხვზე. იდეალური წონის დროს მიღებული მაჩვენებელი უნდა მოთავსდეს შუალედში: UMT = 20 – 25. ანუ ეს არის მოზრდილი ადამიანების სხეულის მასის ინდექსის ნორმალური მაჩვენებელი.

მაგალითად, ჩვენი სიმაღლეა 1,74 მეტრი და წონა 67 კგ. მივიღებთ: 67 / 1,74 x 1,74 = 22,13 რაც ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალური წონა გვაქვს. მაგრამ თუ მიღებული რიცხვი ცდება ქვედა ან ზედა საზღვარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ჯანმრთელობა საფრთხეშია, რომ ინფარქტის, ინსულტის, ონკოდაავადებებისა და სხვათა რისკი ჩვენში უფრო დიდია, ვიდრე სხვებში.

როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი სხეულის მასის ინდექსი ზედა ზღვარს ცდება?
ამ დროს საჭიროა მოვიშოროთ ზედმეტი კალორიები. დავიკლოთ თვეში 2-3 კგ და არავითარ შემთხვევაში მეტი. რატომ? იმიტომ, რომ თუ თვეში დავიკლებთ 3 კგ-ზე მეტს, ეს საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ამ დროს დაკლება ხდება არა ცხიმის, არამედ სითხეებისა და კუნთების ხარჯზე.
1 დღის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმს შეუძლია დაკარგოს (ან მიიღოს) არაუმეტეს 100-130 გრ ცხიმისა. დანარჩენი არის სითხე, ფეკალური მასები და .. ამიტომ, როცა ვიკლებთ თვეში 2-3 კგ-, ეს ხდება ზუსტად რომ ცხიმის ხარჯზე და ამიტომ შემდგომში ადვილად ვინარჩუნებთ წონას.


1 comment: