Thursday, April 19, 2012

გაუმკლავდით საკუთარ კომპლექსებს


თუ 18 წლისა ფიქრობთ, რომ ცხოვრება ბედნიერი გაჩერებების უწყვეტი მწკრივია, 20 წლის ასაკში ბევრს ნაღველი იპყრობს და განვლილი წლების შეჯამების სურვილი უჩნდება.
აი, 20 წლის გახდით. არც ბოიფრენდი გყავთ, არც საზღვარგარეთ ყოფილხართ, თქვენს მეგობარ-თანატოლებთან შედარებით კარგი სამუშაოს შოვნის პერსპექტივა ნაკლებია. ის კი არა, ჯერ მობილურიც არ შეგიძენიათ, რომ არაფერი ვთქვათ მანქანაზე. თუ ასე იმსჯელებთ, 25-30 წლის ასაკისთვის ფარული დეპრესიისას გარდამავალ კოშმარსა და საშინელებას უნდა ელოდოთ.
თუ სხვებთან თავის უსასრულო შედარება ცხოვრებას გიწამლავთ, ამჩნევთ, რომ განწყობა გაგიუარესდათ, ყოველი დილა ნაღველითა და წუხილით იწყება, გამოსასვლელ დღეებში არსად წასვლა არ გსურთ, საკუთარ არასრულყოფილებაზე ფიქრი კი ტვინს გიბურღავთ, დროა, ზომები მიიღოთ, თორემ დაკომპლექსებული და გაუწონასწორებელი გახდებით.
მოზარდებს ხშირად უვითარდებათ თვითშეფასების კომპლექსი. საქმე ის არის, რომ ზოგს გადამეტებული წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ზოგს კი, პირიქით, ისე ტანჯავს საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება, რომ წარმატებების მიღწევაში ხელს უშლის. რას განიცდიან მოზარდები ყველაზე ხშირად?
ისეთი არ ვარ, როგორიც ის

რატომ ვადარებთ თავს სხვა ადამიანებს და ყველაზე ხშირად არაჩვენ სასარგებლოდ? ყველაფერი ძალიან მარტივია. როცა ტესტოსტერონის დონე თითქმის ნულის ტოლია, ნაღველი გვეძალება და თავში ასეთი აზრი გაგვიელვებს: “მე რომ მასავით ლამაზი ვიყო…”
ამდენი ფული მე არასოდეს მექნება…” თუ ამგვარ ფიქრებს დროულად არ აღკვეთთ და ნათელ აზროვნებაზე არ გადაერთვებით, ნაღველი ვირუსის მსგავსად ღრმად შეაღწევს და თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა დაანგრევს.
როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, მამაკაცებს, ქალებისაგან განსხვავებით, სხვებთან თავის შედარება არ ახასიათებთ და, თუ შეადარებენ, როგორც წესი, თავიანთ სასარგებლოდ. ქალები კი ამ სენით ათიდან ცხრა შემთხვევაში იტანჯებიან.
თუ ჩვენი ბებიები სახლსა და ოჯახზე იყვნენ კონცენტრირებულნი და სხვებისათვის რაიმეს მტკიცებას არ ცდილობდნენ, თანამედროვე ქალი გარშემო მყოფთა თვალში ყველაფერში სრულყოფილი უნდა იყოს.

No comments:

Post a Comment