Thursday, April 19, 2012

წონა და სექსუალობა

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/catalog.html?pft=biblio&from=41&rnum=10&udc=613.2


მსოფლიოს კულტურების უმრავლესობაში ზედმეტი წონა ითვლება სექსუალურად არამიმზედველად და ფეტიშზმის ძალიან ცოტა სახეობა არსებობს, რომელიც სისმსუქნით სიამოვნების მიღებას უკავშრება.
სექსოლოგების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ზედმეტი წონა აქვეითებს სექსის სურვილს. ტიპიური სექსუალური პრობლემები, რომლებიც სისმსუქნეს უკავშირდება, გულისხმობს მექანიკური მგრძნობელობის დაქვეითებას. ზედმეტი წონის მქონე ადამიანებში სექსუალური დისფუნქცია ხშირია ლიბიდო ქვეითდება, ქრება სექსუალური აგზნება და ძნელდება ორგაზმის მიღწევა.
სექსუალური დისფუნქციის მიზეზი უხშირესად ჰორმონალური დარღვევები და ფსიქოლოგიური ფაქტორებია.
სიმსუქნის დროს პირველი სირთულეები ჩნდება პარტნიორის ძებნისას. კვლევებმა აჩვენა, რომ გამხდარ, ნორმალური წონის მქონე ქალს გაცილებით უადვილდება პარტნიორის პოვნა, ვიდრე ზედმეტი წონის მქონეს.
თუმცა ეს არ არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. პრობლემა ლიბიდოს დაქვეითებაა. რისი მიზეზიც ჰორმონალური დისბალანსის პარალელურად დეპრესიული მდგომარეობაა.
მსუქან მამაკაცებში ტესტოსტერონის დაბალი დონე განპირობებულია ორი ძირითადი ფაქტორით. პირველ რიგში ის აქტი, რომ პერიფერიულ ცხიმოვან ქსოვილში არომატეზები (ფერმეტები) ტესტოსტერონს გარდაქმნიან ესტროგენად. მეორეს მხრივ, მსუქანი ადამიანების ღვიძლი ასინთეზებს დიდი რაოდენობით ცილებს, რომლებიც ბოჭავენ თავისუფალ ტესტოსტერონს და უკარგავენ მას ბიოლოგიურ აქტივობას. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალურ ლტოლვას, აგზნებასა და სხვა სექსუალურ ფუნქციებს ორივე სქესში აკონტროლებს ტესტოსტერონი.


No comments:

Post a Comment