Thursday, April 19, 2012

ბრიტანეთის ყველაზე მსუქანმა ქალბატონმა საკუთარი ქორწილისთვისაც კი ვერ დაიკლო წონაში. ცერემონია სახლთან ახლოს გაიმართა, რადგან დიდ ბრენდას ძალიან უჭირს სიარული. 

ექიმებმა დიაგნოზი დასვეს: ქალი ან სასწრაფოდ იკლებს 254 კილოგრამს ან ზედმეტი წონა მას მოკლავს. 

დღეში 6 000 კალორიაზე მეტი, გარდა ამისა, შოკოლადის 9 ფილა და სამი ლიტრი გაზიანი სასმელი - ეს დიდი ბრენდას ჩვეული რაციონია. ის იმდენად დამოკიდებულია საკვებზე, რომ მაცივართან ჩახუტებულს სძინავს. 

"
საკვები ჩემთვის ნარკოტიკია", - ამბობს 43 წლის ქალი, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას საწოლში ატარებს და აღარც კი ახსოვს, როდის იყო ბოლოს საკუთარი სახლის სასტომრო ოთახში (იქამდე ხომ მისვლაა საჭირო). 

მისი ყველაზე დიდი მარშრუტი - საწოლიდან საშხაპემდეა. თუ დიდხანს ზის, ზურგი სტკივდება; ჰაერი არ ყოფნის, თუ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს. გამუდმებით ოფლიანობს, ამიტომ იძულებულია დღეში ოთხჯერ გამოიცვალოს ტანსაცმელი და ლოგინის თეთრეული. 

ბრენდა ბავშვობაშიც პუტკუნა იყო და ოჯახში, სადაც დედა და მამა ნორმალური აღნაგობისანი იყვნენ, თავს თეთრ ყვავად გრძნობდა. დედა მას ექიმებთან დაატარებდა, თუმცა ბავშვი ვერ იკლებდა წონაში. 

"
ვჭამდი, როცა მოწყენილი ვიყავი ან თავს მარტო ვგრძნობდი. და რაც უფრო მეტს ვიწონიდი, მით მეტად განვიცდიდი და დარდის გასაქარვებლად კვლავ ვჭამდი და ვჭმადი... როცა ბედნიერი ვიყავი, მაშინაც საჭმელს მივმართავდი. ასე რომ, დღითიდღე ვსუქდებოდი", - განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. 

მიუხედავად ამისა, 43 წლის ქალბატონს ქმარი ჰყავს - 65 წლის რონი. ბრენდა ოცნებობს, მეუღლეს შვილი აჩუქოს, მაგრამ ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ აძლევს. 

"
ძალიან ძნელია და ალბათ წარმოუდგენელიც, თუმცა მე და რონის სექსუალური ცხოვრება გვაქვს, - აღიარა ბრენდამ, - იმედი მაქვს, რომ ოდესმე ვიშოვით იმხელა საწოლს, სადაც ორივე თავისუფლად დავეტევით" (ამჯერად ქალი წევს სპეციალური კონსტრუქციებით აღჭურვილ საწოლზე).

"
მინდა, საკუთარ თავს დავეხმარო, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო!" - ამბობს ის. აქ უკვე მხოლოდ წონის დაკლებაზე აღარ არის ლაპარაკი. როგორც ექიმები იუწყებიან, თუ ბრენდა არ გახდება, მოკვდება. დრო გვიჩვენებს.

თუმცა, მანამდე, ბრენდას მეუღლე რონი ცალკე ცხოვრობს (მისი სახლი იმავე ქუჩაზეა). ვფიქრობთ, იმიტომ, რომ რონი ქვეცნობიერად საკუთარ ჯანმრთელობას უფრთხილდება (აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ შემთხვევით ძილში ბრენდა ვერ მოზომავს და ხელს ან ფეხს დაადებს ქმარს). ბრენდას კი 4 ადამიანი უვლის, რადგან თავად საკუთარი თავის მომსახურება არ შეუძლია.

http://kaloriebi.wordpress.com/tag/%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AC%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90/

No comments:

Post a Comment